პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ნარკოტესტის გაკეთებას უახლოეს საათებში აპირებს. მისი განცხადებით, შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, თმის ნიმუშს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩააბარებს. პასუხი კი გახარიას თქმით, ცნობილი ორ კვირაში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე იქნება.