პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას განცხადებით მიმართა. პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებს.