პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა შტაბი

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდასაჭერად შეიქმნა გუნდი, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის ქუჩის #4 ნომერში მოეწყო. როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრები გაიმართება.