პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჭკადუაში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში მერობისთვის გეგა შენგელია, წალენჯიხაში – ხვიჩა მებონია,  ჩხოროწყუში  – შენგელი ჯიქია და ხობში –  ბადრი ჯობავა იბრძოლებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროპორციული სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებიც წარადგინა.  პარტიის ლიდერმა პარტიის პრიორიტეტებზე და მიზნებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.