პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენა ფოთში

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს, ფოთში, ფოთის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მერები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს და სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დაიწყება ცვლილებები საქართველოში. გიორგი გახარიას თქმით, მათი გუნდი ერთიანდება საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ.