პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი გოგუაძე აცხადებს, რომ ხარაგაულში პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერის სახლში პოლიციამ ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. მისივე თქმით, სამართალდამცავებს ჩხრეკის ჩატარების შემდეგ არ შეუდგენიათ ოფიციალური დოკუმენტაცია.

პოლიტსაბჭოს წევრი მომხდარს მხარდამჭერებზე ზეწოლად აფასებს, გიორგი გოგუაძის თქმით, ჩხრეკა ოჯახის წევრების დაშინებას  ისახავდა მიზნად. მომხდარზე ინფორმაცია მიეწოდა პარტიის პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.