პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ტატა ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა და თბილისში სოციალურად დაუცველთა მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, უფასო სასადილოებში კი – კვოტები უცვლელია. მისივე მტკიცებით, 100-მდე თბილისელს სჭირდება საკვები, თუმცა, მათთვის უფასო სასადილო ხელმისაწვდომი არაა, რადგან მოქმედი სისტემა გაუმართავია. ვიცე-მერობის კანდიდატი მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტული პოლიტიკური იმიჯია. ტატა ხვედელიანმა არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრა.