პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

15:19, 17.02.2025

გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილზე აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება მათი თანაპარტიელი. ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ გიორგი გახარიასი ეშინიათ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. ყოფილი პრემიერის პარტიაში განმარტავენ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელსაც უმოქმედობით პოლიციამაც ხელი შეუწყო.

მსგავსი