პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება – შეფასებები
გიორგი გახარიას გუნდი, რომელმაც ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილებას სხვადასხვა გარემოებით ხსნის. ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგ, მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოხდა და „ქართული ოცნების“ გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. შექმნილ ვითარებაში კი – მათ ოპონირების გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, აღიარებენ თუ არა პარლამენტში შესვლით „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას – მათი პასუხია – არა. „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ კოლეგა პარტიები. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის პარტიამ, გარე დავალების შესაბამისად მიიღო.