პარტია „საქართველოსთვის“ დაფუძნება - პოლიტიკური შეფასებები

გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებას და ყოფილი პრემიერის განცხადებებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პარტია „საქათველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ გაუწევს კონკურენციას. ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ პარტიის ლიდერის გზავნილები არც ისეთი ძლიერი იყო და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რაზეც გიორგი გახარიამ პასუხი უნდა გასცეს. გიორგი გახარია გააკრიტიკეს მმართველ გუნდშიც.  პარტიის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. „სიმართლე და ქმედება“  – ეს არის პარტია „საქართველოსათვის“ ძირითადი გზავნილები.​

მოამბე