პარტია „საქართველოსთვის“ ბრიფინგი

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს. ამის დასტურად კი, გუშინ განხილული პროექტები, მათ შორის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დაასახელეს. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა არათუ მათი გუნდის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები. მიხეილ დაუშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დღემდე მხოლოდ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს.