პარტია „საქართველოსთვის“ ბრალდება

გიორგი გახარიას პარტია მათი მხარდაჭერის სამსახურიდან გათავისუფლებაში მერიას ადანაშაულებს. დავით ფარცვანიას თქმით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ავალიანი თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. ფარცვანიას თქმით, თბილისის მერიისა და სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უკვე დაიწყეს. მერიაში ამბობენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და აღნიშნულ პირს რამდენჯერმე აქვს მიღებული საყვედური ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო.