პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნა

გიორგი გახარიამ რუსთავში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ოფისში თითოეულ მოქალაქეს შეეძლება პრობლემის მოსაგვარებლად მივიდეს. მისი თქმით, რუსთავისთვის შეიქმნება განვითარების ცალკე პროგრამა, რომელიც უფრო დააკავშირებს თბილისსა და რუსთავს.