პარტია „სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
ახალი პოლიტიკური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით, რუსთაველის მეტროსთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პროცესი კამპანია „კლანი უნდა წავიდეს“ ფარგლებში მიმდინარეობს იმისთვის, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის აკრძალვასთან დაკავშირებით. პარლამენტში პროცედურების დასაწყებად სულ 200 000 ხელმოწერაა საჭირო.