პარტია „მოქალაქეების“ საარჩევნო კამპანია

მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. პარტიის ლიდერებმა განცხადებები ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერში გააკეთეს. როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ადგილი სიმბოლურია,  ვინაიდან სწორედ საქართველოს მოქალაქეების და პარტიის დამსახურებით, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის ნაცვლად მდებარეობს რეკრეაციული სივრცე.  პარტიის ლიდერის განცხადებით, ყველა მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია. ელისაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას,  31 ოქტომბერს გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება.