პარტია „მოქალაქეების“ საარჩევნო კამპანია

ოზურგეთში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შენობის წინ,  ალეკო ელისაშვილმა,  პარტია „მოქალაქეების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ ქერქაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა. ალეკო ელისაშვილმა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვის არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა და ხელისუფლება ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღის გამო გააკრიტიკა მოუმზადებელი ვითარების გამო. ოთარ ქერქაძემ ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის დაუყოვნებლივი განხორციელება ერთადერთ რეალურ გზად მიაჩნია პარტია „მოქალაქეების“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელსა და გურიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რომ პრობლემები მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გადაიჭრას.