პარტია „მოქალაქეების“ განცხადება 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი განათლების სამინისტროს ონლაინ სწავლების გაუქმებასა და სკოლაში მოსწავლეების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, არსებული სისტემით მოზარდები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. პარტია მოქალაქის ლიდერი ინიციატივით მიმართავს განათლების სამინისტროს, მოხდეს მოსწავლეების დაყოფა ორ ნაკადად, ასევე საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესისთვის გამოიყოს შაბათი დღე და პედაგოგებს კი აუნაზღაურდეთ შესაბამისი ზეგანაკვეთური სამუშაო.