პარტია „მოქალაქეების“ განცხადება

პარტია „მოქალაქეები“ პანდემიის ფონზე განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. ქეთი თურაზაშვილის განცხადებით, ბავშვები სრულფასოვანი განათლების უფლებით ვერ სარგებლობენ, რადგან ონლაინსწავლება მხოლოდ თავის მოტყუებაა.მისივე თქმით, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, 50 400 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი და არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მისი შეფასებით, აუცილებელია ერთიანი საგაკვეთილო სისტემის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის პროცესში ბავშვების ჩართულობას. პარტია „მოქალაქეები“, განათლების სამინისტროს არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკუთარ ხედვებს სთავაზობს.