პარტია „მოქალაქეების“ განცხადება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პანდემიიდან გამომდინარე ორი დღის განმავლობაში – 30 და 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ელისაშვილის თქმით, მიზანი ინფიცირების რისკის შესამცირებლად საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადის გადანაწილებაა. პარტია „მოქალაქეები“ საქართველოს პარლამენტს საგანგებო განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს მმართველ გუნდს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საკითხზე დაიწყოს ერთობლივი მსჯელობა.