პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა

15:18, 29.03.2026

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საქართველოს მიმართ საერთაშორისო კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ რიგ შემთხვევებში, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაკეთებული შეფასებები დაუსაბუთებელია. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის პატრიარქის გარდაცვალების გამო, ევროპელებს შესაბამისი თანაგრძნობა არ გამოუხატავთ. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო დოკუმენტებსა და ანგარიშებში გამოყენებული ტერმინოლოგია, ზოგ შემთხვევაში, დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება.

მსგავსი