პარტია „მემარცხენე ალიანსის“ განცხადება
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ბოლო პერიოდში ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს, რაც რუსეთთან ერთად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენებას ეხება. „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერის, სოსო შატბერაშვილის თქმით, „ევროპელი ბიუროკრატები, რომლებმაც ანტიქართული რეზოლუციებით აავსეს ევროპარლამენტი, უსირცხვილოდ ეხვეწებიან რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას“. შატბერაშვილმა გაიხსენა ესტონეთის, ლიეტუვის და საფრანგეთის, ასევე გერმანიის პირველი პირების განცხადებები, რაც ძირითადად რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას ეხება. სოსო შატბერაშვილის შეფასებით, ჩვენი პარტნიორებისგან და რიგი ევროპელი ლიდერებისგან, საქართველოსთან მიმართებით, ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.