პარტია „მემარცხენე ალიანსის” ბრიფინგი
პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა. მათი განაცხადებით, საქართველოს „უკრაინიზაცია“ არ გამოვიდა და ახლა გარე ძალები ქვეყნის „ერაყიზაციას“ ცდილობენ. მემარცხენეების აზრით, ადგილობრივი ოპოზიცია მხოლოდ მარიონეტის როლს ასრულებს. პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში მეორე „ერაყის სცენარის“ გაშლა იგეგმება და BBC-ის სიუჟეტს, სიცრუით სავსეს უწოდებს. პარტიის განცხადებით, აღნიშნული სიუჟეტი მომავალში სამხედრო ჩარევის საფუძველი გახდება.