პარტია „ლელოს“ მოთხოვნა

პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის კონკრეტული წესებით ამოქმედებასა და სხვა შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი მოთხოვნაა, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ამისა შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის და ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი. ასევე შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.