პარტია „ლელოს“ კანდიდატების წარდგენა

დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია გამართა პარტია „ლელომ“. მხარდამჭერებს კანდიდატები ბადრი ჯაფარიძემ წარუდგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მამუკა ხაზარაძემაც. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი კანდიდატები გამარჯვებისთვის დედაქალაქის ათივე ოლქში იბრძოლებენ. „ლელოს“ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე (სიის პირველი ნომერი) – ბადრი ჯაფარიძეა. მაჟორიტარები კი არიან:

1. მთაწმინდა – საბა ბუაძე 2. კრწანისი – თაზო დათუნაშვილი 3. ვაკე – დეა მეტრეველი 4. საბურთალო – ვატო სურგულაძე 5. ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვილი 6. ისანი – ლანა გალდავა 7. დიდუბე – დიტო აბაშიძე 8. სამგორი – გულიკო ზუმბაძე 9. ჩუღურეთი – კახა ჟღენტი 10. გლდანი – თამარ ადამია.