პარტია „ლელოს“ ინიციატივა

პარტია „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკარანტინო შეზღუდვები მოხსნას – პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოქალაქეები ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფებიან და პენსიის აღების ან  მედიკამენტების შეძენის გამო, გარკვეული რაოდენობის დღეების გატარება ანაკლიის საკარანტინო სივრცეებში უწევთ. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა არ არის გათვალისწინებული ვაქცინაციის კალენდარში და ადვილი შესაძლებელია, ოკუპანტი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინაციას დაექვემდებარონ რუსული „სპუტნიკით“, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. პარტია „ლელო“ მოითხოვს, რომ საოკუპაციო ხაზების გადმოკვეთისთანავე, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უფასო სწრაფი ტესტირებით; დაინფიცირების შემთხვევაში, უფასო მკურნალობით; ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული „კოვიდ-19“-ის  საწინააღმდეგო ხარისხიანი ვაქცინაციის პროცესში.

მოამბე

დატოვე კომენტარი