პარტია „ლელოს“ განცხადება სასამართლო სისტემაზე

პარტია „ლელოს“ შეფასებით, სასამართლოს რეფორმა ჩავარდა და „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმის ნაცვლად მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მან 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებები გაანალიზა და 88-გვერდიანი დასკვნა დადო. ანალიზის მიხედვით, გატარებული ცვლილებების მიუხედავად, სასმართლო სისტემა კვლავ დისკრედიტირებულია და მანკიერი პრაქტიკით იმართება. პარტია „ლელო“ 88-გვერდიანი დასკვნის გადაგზავნას იურიდიული კომიტეტისთვის აპირებს და „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს, სექტემბრიდან სასამართლოს რეალური რეფორმა დაიწყოს.