პარტია „ლელოს გეგმები“ – გამოხმაურება
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ოპოზიციურ პარტიებს 4 ოქტომბრისთვის სხვადასხვა სტრატეგია აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთველის გამზირი“ კვლავ მასშტაბურ აქციასა და „მშვიდობიან რევოლუციას“ აანონსებს. ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში კი, „ლელოს“ ერთ-ერთი გეგმა, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზებაა. უფრო კონკრეტულად, ოპოზიციის გეგმებზე, განცხადებებსა და გამოხმაურებებზე სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს.