პარტია „ლელო“ თეა წულუკიანის მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს. პარტიის ლიდერებმა საქალაქო სასამართლოს განცხადებით დღეს მიმართეს. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისია წესების დარღვევით შექმნა. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაზეც „ლელო“ უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობს. პარტიის მოთხოვნას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.