თბილისის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის ინიციატივაზე საუბრობს პარტია „გირჩი“.
გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე ავტომობილების რაოდენობასა და საპარკინგე ადგილებს შორის არსებულ კრიტიკულ დისბალანსზე მიუთითებენ. მათივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საპარკინგე ადგილების გაზრდა რეგულაციების გამარტივებით და სხვა ღონისძიებების გატარებით. საკითხს საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.