პარტია „გირჩის“ ინიციატივა

„გირჩის“ პირველი საკანონმდებლო ინიციატივა. პარტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის მსგავსად, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების დანაშაულების ამნისტიის ინიციატივითაც გამოდის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტებს პარტია პარლამენტში ორშაბათს დაარეგისტრირებს.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამივე თარიღთან დაკავშირებული კონფლიქტი უნდა დასრულდეს და პარტიის წინადადება სწორედ ამას ემსახურება. „გირჩის“ ინიციატივას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.

როგორია გამოხმაურებები, გენო ოსიყმაშვილი მოგიყვებათ.