პარტია „გირჩის“ გეგმები

მოძრაობა „გირჩში“ დარჩენილები ისევ ძველი სახელწოდებით განაგრძობენ საქმიანობას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გუნდის გაყოფის შემდეგაც, მათი პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, უცვლელია.

პარტიაში ამბობენ, რომ დეპუტატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ამ გადაწყვეტილებას დანარჩენი ოპოზიციური პარტიები მიიღებენ. ამ ეტაპზე კი მოძრაობის წევრები ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.