პარტია „გირჩის“ ბრიფინგი

„გირჩი“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილებას ითხოვს. სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურად გამოაცხადოს. „გირჩის“ ინიციატივის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საჭირო ინფორმაცია გამოითხოვოს.