მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ტატა ხვედელიანის განცხადებით, ქვეყანაში პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე სამი წელია შემსუბუქებულ პირობებში იხდის სასჯელს, ამ დროს კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს.
ხვედელიანი ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.