ქუთაისში, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. ქუთაისის მერობის კანდიდატად პაატა ზაქარეიშვილი, წყალტუბოს – ქეთევან ბაკარაძე, თერჯოლას – სულიკო ზარნაძე, ზესტაფონის – ქართლოს პერანიძე, ჭიათურის კი ზაზა ჭუმბურიძე წარადგინეს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელეს. კანდიდატთა წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და გამოწვევებთან დაკავშირებით რეგიონული შეხვედრა გაიმართა.