პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია არასამართლიან, „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულ, არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებულ რამდენიმე კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამასთან, მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება.