პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება

18:17, 22.06.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებას ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გახარია 23 ივნისს არის დაბარებული, თუმცა, საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. პარტიაში აცხადებენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და მოითხოვს ფიზიკურად დასწრებას. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გახარია მიზანმიმართულად ცდილობს თავი აარიდოს კითხვებზე პასუხს, რადგან მის თვითნებურ გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს.

 

მსგავსი