პარტია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება
პარტია „ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრებმა ვარკეთილის მეტროსთან, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ვარკეთილის მეტროს რემონტი 2016 წელს დაიწყო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჭერი ჩამოინგრა. მათივე განცხადებით, ამ დრომდე მეტროს რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარზე მეტია დახარჯული. პარტიაში ამბობენ, რომ განახლებული სარემონტო სამუშაოები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.