პარტია „დროას“ ინიციატივა

პარტია „დროამ“ სანქციებთან დაკავშირებით კოორდინაციის მიზნით, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სანქციებისთვის აუცილებელი მტკიცებულების მოძიებაზე ისაუბრეს, რომელიც შემდგომში დასავლურ მხარეს უნდა გადაეცეს, რათა დასანქცირების პროცესი დაჩქარდეს. საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ექსპერტების მოძიების საკითხსაც, რომლებიც პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა და შესაბამისად, საჭიროა, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა როლები გაინაწილონ.