პარტია „დროას“ აქცია

საპატრულო პოლიციამ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტიის კიდევ ორი წევრი დააკავა. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. ელენე ხოშტარიამ კანცელარიის შენობის წინ რუსული წარმოების პროდუქცია დაყარა, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, „დროას“ ლიდერი პარტიის ორ წევრთან ერთად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.