პარტია „დროას“ ბრიფინგი

„დროას“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში სანქციების გასამყარებლად და ხალხის ნების საჩვენებლად მიემგზავრებიან , – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. „დროას“ ლიდერის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას გეგმავს. ხოშტარიას განმარტებით, პარტნიორებთან კონკრეტული ბიზნესმენების სანქცირებაზე, სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის შეცვლაზე ისაუბრებენ. „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი ამოცანა, ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაა.

დატოვე კომენტარი