პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“ ლიდერი აფხაზეთში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. ლელა გულედანის განცხადებით, გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა უკვე შვიდი თვეა პენსიითა და დევნილის შემწეობით ვერ სარგებლობს. შექმნილია მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე წვდომის პრობლემაც.

პარტიის წარმომადგენლები, მოუწოდებენ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად, გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.