პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართვა გერმანიის მთავრობას

ისევ შეფასებების თემაა საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა, როგორც ცნობილია, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პარტიაში ინტერესდებიან, მართალია თუ არა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ქართველი ოპოზიციის ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონება იქირავა? ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებს შეხვდა პეტერ ფიშერი და რა კონკრეტული მიზნებით. აქცენტია გაკეთებული თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?“ – აღნიშნული დოკუმენტში, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.