პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართავს
საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაწვეული გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობის შესახებ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, კითხვებით მიმართავს. აღნიშნული ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე და ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობაზე. პარტიის წევრები ასევე ინტერესდებიან, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ დაახლოებული მთავრობასთან და რომელი – ოპოზიციასთან, რა დონეზე მონაწილეობს გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი ამ თანამშრომლობაში. აღნიშნულ პროცესებს თბილისში აფასებენ.