პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გრძელდება

12:07, 12.11.2018

ამ წუთებში პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია გრძელდება. იქ იმყოფება მათი მხარდამჭერების ნაწილი, გაშლილია კარვებიც.

დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობიდან მხარდამჭერებს ელოდება. მისი განცხადებით, საპროტესტო აქციის მოთხოვნა, მისი შვილის საქმის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა იქნება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართება და შემდეგ კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს.

მსგავსი