პარლამენტთან მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და ექიმების რჩევით შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი აქციიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ორივე პაციენტი გაწერილია. ბექა ბასილაია პარლამენტის წინ 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ვახტანგ სიხარულიძემ კი შიმშილობა მე-17 დღეს შეწყვიტა.