პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ პირს თვალის ამოღება დასჭირდა

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ პირს თვალის ამოღება დასჭირდა, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში სულ 24 პაციენტი შევიდა, რამდენიმე მათგანს ოპერაცია დასჭირდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ კვლევები უტარდებათ.