პარლამენტთან მიმდინარე აქცია - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქციაზე ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ხოლო თუ ვინმე უკანონოდ იქცეოდა, მათ არაფერი აქვთ საერთო აქციის მშვიდობიან მონაწილეებთან, რომლებმაც რუსული კანონი გააპროტესტეს.

მმართველი გუნდის განცხადებით კი, დემონსტრაციაზე იყო ძალადობრივი გამოვლინებები, რომლისკენაც საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლები აქეზებდნენ. მათივე თქმით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში.