პარლამენტთან ისრაელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

„სოლიდარობა ისრაელს,“- საქართველოს პარლამენტთან ისრაელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ისრაელს და ბოლო დღეებში ტერორისტების მიერ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას აპროტესტებენ. როგორც საქართველოში ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ განაცხადა, გმობენ ტერორიზმს და მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს.