პარლამენტთან აქცია გაიმართა

შარლ მიშელისგან შეთანხმებაზე მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციამ  დილიდან პარლამენტის პიკეტირება და ქუჩის აქცია დაიწყო. პროტესტი ამ დროისთვის დასრულებულია. პოლიციასთან დაპირისპირების დროს შვიდი აქტივისტი დააკავეს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი ნებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელებთან მოხდა. ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. რუსთაველის გამზირზე კი ისევ გაშლილია კარვები.

მოამბე