პარლამენტთან აქცია დასრულებულია

თბილისში,რუსთაველის გამზირზე აქცია დაშლილია. პარლამენტის წინ კარვები პოლიციამ აიღო.

სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ მონაწილეებს კარვების აშლა და გზის გათავისუფლება მოსთხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ კი, პოლიციელებმა კარვები თავად დაშალეს.

ამ დროისთვის ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ.

საზოგადობრივი წესრიგის დარღვევის გამო, დღეს დილით სამი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„მოამბის“ ინფორმაციით, მათგან ერთი უკვე გათავისუფლებულია.